მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა

Doctor wearing highly protective suit and holding globe in her hands. Globe link: https://visibleearth.nasa.gov/images/2181/the-blue-marble/2182w

მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 2 040 085 ადამიანი შეეწირა.

ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლით ანტილიდერი აშშ-ია, სადაც ვირუსს 398 981 პაციენტი ემსხვერპლა, მეორეზე ბრაზილიაა 210 299; მესამეზე კი ინდოეთი 152 556.

რაც შეეხება ევროპის კონტინენტზე გარდაცვალების სტატისტიკას, აქ ლიდერობს ბრიტანეთი 90 031, მას მოსდევს იტალია 90 031, მესამეზე კი საფრანგეთია 70 826.

ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.

ასევე, ვირუსი მსოფლიოში 95 555 533 პირს აქვს დადასტურებული. მათგან ანტილიდერის სტატუსს აშშ ინარჩუნებს, სადაც 24 074 658 ინფიცირებულია.

ჯონს ჰოპკინსის სტატისტიკის მეორე ადგილზე 10 581 823 ინფიცირებულით ინდოეთია, მესამეზე 8 511 770 ბრაზილია.

რაც შეეხება ევროპის კონტინენტს, აქ პირველ ადგილზე ბრიტანეთია, სადაც 3 443 350 ინფიცირებულია; მეორე საფრანგეთი – 2 972 889; მესამეზე კი იტალია 2 390 102.

გარდა ამისა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 52 634 885 ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები