„ევროპელი სოციალისტები“ – პარტია საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს, -ამის შესახებ „კვირას“ პარტია „ევროპელი სოციალისტებიდან“ აცნობეს.

მათივე განმარტებით, პარტიის ყრილობა კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ არ ეთანხმება 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ საქმიანობას კონსტრუქციული ოპოზიციის საქმიანობის ჭრილში.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა მიმდინარე წლის 9 იანვარს „საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის სრული დაცვით. ყრილობაზე მოხდა პარტიის წესდების მიღება და ყველა საჭირო დოკუმენტების ნოტარიუსის მიერ დამოწმება“ , – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური პარტია აგრძელებს თავის საქმიანობას და საჯარო რეესტრში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის საბოლოო რეგისტრაცია მოხდება.

„15 იანვარს პარტიამ საჯარო რეესტრში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია პარტიის ოფიციალურად რეგისტრაციისათვის. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრი განიხილავს მიღებულ დოკუმენტაციას და დადგენილი წესით განიხილავს პარტიის რეგისტრაციის საკითხს. პარტიას საჯარო რეესტრის მხრიდან რაიმე ხარვეზის შესახებ შეტყობინება არ მიუღია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა წარიმართება კონსტრუქციული ოპოზიციის სახით.

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური საქმიანობა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მის გარეთ, იქნება კონსტრუქციული ოპონირება ხელისუფლებასთან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა, უპირველესად, სოციალური საკითხების დროულად გადაჭრა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დასარეგისტრირებელად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები