სტოლტენბერგი: საქართველოს ნატო-ს წევრობა სურს და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის, ეს მხოლოდ ალიანსის და თბილისის გადასაწყვეტია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნების შესვლაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს, რადგან საუბარი სუვერენულ სახელმწიფოებზეა.

ამის შესახებ მან პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვირტუალურ კონფერენციაზე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, ნატო-ს გაფართოება, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობის გაფუჭება.

“ნატო-ში შესვლის საკითხი ეხება უშუალოდ კანდიდატ-ქვეყანას და ნატო-ს, რუსეთს არ აქვს უფლება ამაში ჩაერიოს, ან დაბლოკოს პროცესი”,- თქვა სტოლენტენბერგმა.

​გარდა ამისა, მან უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნატო აგრესიულად მოიქცა, როდესაც თავის რიგებში ვარშავის შეთანხმების ქვეყნების მიღება გადაწყვიტა.

მისი თქმით, საუბარი “აღმოსავლეთით ნატო-ს ექსპანსიაზე არ მიდის”, “რადგან ამ ქვეყნებმა დემოკრატიული პროცესების შედეგად გადაწყვიტეს, რომ ნატო-ში შესვლა სურთ”.

“არავის ვაიძულებთ ნატო-ში შესვლას, მაგალითად, ჩვენი მეზობლებია შვედეთი და ფინეთი, რომლებსაც არ სურთ ალიანსში შესვლა და ამას პატივს ვცემთ”,- განმარტა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სხვა ქვეყნებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს ალიანსის წევრობა.​

მან ასევე საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობა შეაფასა და თქვა, რომ “საქართველოს სურს ნატო-ს წევრობა და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატო-ში – ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და ალიანსს შეეხება”.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები