გიორგი ვაშაძე: ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე დიდი ხნის გამოყენებულიც იქნებოდა – თუ რამე იციან, თქვან, თუ არა, დაანებონ თავი ჭორაობას

“ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

ვაშაძის თქმით, თუ რამე იციან, თქვან, თუ არა, თავი დაანებონ ჭორაობას.

„ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა – ოპოზიცია.

დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არა დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები