ფრიდონ ინჯია: თუ სააკაშვილს უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში

თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განუცხადა.

მისი თქმით, ნავალნის დაკავება მისაღები არაა.
„ეს მისაღები არ არის. ვერ გეტყვით, ოპოზიციონერის დაკავება რამდენად სამართლიანი იყო და რა მასალა იყო, რომ დაეკავებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს იცოდა, მოსკოვში ჩავიდა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში,”– განაცხადა ინჯიამ.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვისაა დაკავებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები