ნაგავში გადაგდებული მილიონები და გულმავიწყობა, რომელიც 268 მილიონი ღირს

სახლის დალაგებისას ბრიტანელმა ჯეიმს ჰოველსმა მყარი დისკი 7 500 ბიტკოინით, შეცდომით, ნაგავში ჩააგდო და ნიუპორტის ნაგავსაყრელზე მიუჩინა ადგილი. როგორც ირკვევა, დღევანდელი გაცვლითი კურსით, ჯეიმს ჰოველსის მიერ გადაყრილი ბიტკოინების საბაზრო ფასი 280 მილიონ დოლარს აღწევს. ჰოველსმა არაერთხელ მიმართ ნაგავსაყრელის ადმინისტრაციასა და საკუთარ მუნიციპალიტეტს, რომ ნაგავსაყრელზე შესვლის უფლება და მყარი დისკის მოძებნის საშუალება მისცენ, თუმცა – ამაოდ. ეკოლოგიური მოსაზრებებით მას უარს ეუბნებიან. ჰოველსმა ბიზნესგეგმაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მყარი დისკის პოვნის შემთხვევაში მნიშვნელოვან თანხას ნიუპორტის ნაგავსაყრელის გადაიარაღებაში, ასევე, ნაგვის უტილიზაციაში დახარჯავდა. ჰოველსი მზადაა, გარკვეული თანხა კოვიდ-19 -ის ფონდშიც გადარიცხოს. ამგვარი შეთავაზების მიუხედავად, ჰოველსს მყარი დისკის მოძებნის საშუალება მაინც არ ეძლევა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მსგავსი ფაქტი სან ფრანცისკოშიც მოხდა. როგორც The New York Times-ი წერს, 70002 ბიტკოინის მფლობელს იმ მყარ დისკის პაროლი დაავიწყდა, სადაც 267.8 მილიონი დოლარის ბიტკოინები ჰქონდა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები