გებრეისუსის თქმით, მსოფლიო მორალური კატასტროფის ზღვარზე იმყოფება

“მსოფლიო მორალური კატასტროფის ზღვარზე იმყოფება”, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.

“პირდაპირ გეტყვით: მსოფლიო კატასტროფული მორალური შეცდომის ზღვარზე იმყოფება და ამ შეცდომის ფასი იქნება ადამიანების სიცოცხლე და ღარიბ ქვეყნებში ცხოვრების შეუძლებლობა”, – თქვა მან.

გებრეისუს თქმით, 49 ქვეყნის მოსახლეობამ ვაქცინის 39 მილიონზე მეტი დოზა უკვე მიიღო მაშინ, როდესაც ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში მხოლოდ 25 აცრაა ჩატარებული.
მისივე თქმით, საფრთხის ქვეშ არის ვაქცინაციაზე თანაბარი წვდომის გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები