პოლონეთმა Pfizer-ის ვაქცინის ორჯერ ნაკლები რაოდენობა მიიღო

პოლონეთმა Pfizer-ის ვაქცინის ორჯერ ნაკლები რაოდენობა მიიღო, – განაცხადეს ქვეყნის პრემიერის კანცელარიაში.

ვარშავა პრეპარატის 360 ათას დოზას ორშაბათობით ღებულობს.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას Pfizer/ BioNTech-ში განაცხადეს, რომ, პრეპარატის წარმოების მოდერნიზაციის მიზნით, გარკვეული პერიოდი ვაქცინის მიწოდება შემცირდება, თუმცა, შემდგომში წარმოების გაორმაგება იგეგმება.

როგორც მიხაილ დვორჩიკმა განაცხადა, პოლონეთის მთავრობა აანალიზებს შესაძლებლობას, რომ ვაქცინის შეძენა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოხდეს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანამ ის ვაქცინა უნდა შეიძინოს, რომელიც შეთანხმებით არის გათვალისწინებული, “სხვა პრეპარატის შეძენა ევროკავშირთან დადებული შეთანხმების დარღვევა იქნებოდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები