ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მებაღეებისთვის თანამედროვე ტიპის კოტეჯები განთავსდა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტიპის ხის კოტეჯები მოეწყო.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტთან ვიზუალურად მორგებულ ეკომეგობრულ კოტეჯებში, რომლებიც ამ ეტაპზე ორ ლოკაციაზეა განთავსებული, მოწყობილია გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები.

მებაღეებისა და მომსახურე პერსონალის შრომის პირობებზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რის გამოც ორგანიზაციის საჭიროების გათვალისწინებით, პროეტი მომავალშიც გაგრძელდება.

სამუშაოების ღირებულებამ 159 776 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები