თამარ გაბუნია: საქართველოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ამგვარი აღიარების რამდენიმე ვაქცინაა, ეს არის: „ფაიზერი”, „ასტრაზენეკა” და „მოდერნა”.

“საქართველოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით. რამდენიმე ვაქცინაა ამგვარი აღიარების: ეს არის „ფაიზერი”, „ასტრაზენეკა” და „მოდერნა”. როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ. ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა. მას დამატებითი ინვესტიცია ნებისმიერი ტემპერატურის რეჟიმის ვაქცინის მისაღებად არ სჭირდება”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები