ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სახის მოხატვაში, სურვილების დაფის გაფორმებაში, ფერადი ცარცებით ხატვასა და სხვადასხვა შემოქმედებით თუ გასართობ თამაშებში.

„საზეიმო განწყობის შექმნაზე ზღაპრის გმირებიც ზრუნავდნენ, რომლებმაც პატარებს მხიარული და სადღესასწაულო გარემო შეუქმნეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები