მსოფლიოში კოვიდვითარება კიდევ უარესდება, შეზღუდვები კვლავ მკაცრდება – ქვეყნების ნაწილი ვაქცინის მიღებისთვის ემზადებიან

იტალიაში რეგულაციები გამკაცრდა, რესტორნის მეპატრონეები იტალიის მთავრობისგან გეგმას ითხოვენ.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან იტალიის რეგიონების უმრავლესობამ, „ნარინჯისფერ ზონაში“ გადაინაცვლა. ჩრდილოეთ ლომბარდიის რეგიონში, სადაც ქალაქი მილანი მდებარეობს, ასევე, სიცილიის რეგიონსა და ბონძანოს ავტონომიური პროვინციაში „წითელი ზონის“ შეზღუდვები ამოქმედდა. აღნიშნულ რეგიონებში რესტორნები და ბარები მხოლოდ გატანისა და სახლში მიტანის სერვისზე მუშაობენ, ხოლო სასიცოცხლოდ მნიშვნელობანი ობიექტებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა, ყველა სხვა მაღაზია დაკეტილი რჩება.
დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო განსაკუთრებულ აღშფოთებას სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ, რომლებმაც კორონავირუსის რეგულაციების გამო დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს. რესტორნების მეპატრონეები ხელისუფლებისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ.

უნგრეთი ჩინური წარმოების ვაქცინის მისაღებად ემზადება. ქვეყანაში 1 მილიონამდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის იმპორტირება იგეგმება. 15 იანვრის მონაცემებით, ევროკავშირიდან უნგრეთში ვაქცინის ჯერ მხოლოდ ვაქცინის 129 860 ერთეულია შესული. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, შედგა შეთანხმება ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შეტანის შესახებ და უნგრეთი ხდება პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩინური ვაქცინით აცრის მოქალაქეებს. პრემიერის განცხადებით, ის არის უკმაყოფილო ევროკავშირის ვაქცინაციის შესყიდვის პროგრამის შენელებული ტემპით.

ავსტრიაში მოქმედი შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 24 იანვრამდე იყო დაწესებული, 8 თებერვლამდე გახანგრძლივდა. აღნიშნულის მიზეზს ინფიცირების მაჩვენებელი წარმოადგენს, რომელიც კვლავ მაღალია. ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტული სექტორი მარტამდე ვერ ამუშავდება.

ინგლისის ნაციონალური ჯანდაცვის სააგენტოს (NHS) ინფორმაციით, საავადმყოფოები ყოველ 30 წამში ერთ პაციენტს იღებენ. „ფაქტები ძალიან ცხადია და მე არ ვაპირებ მათ შელამაზებას – საავადმყოფოები, ისევე როგორც სამედიცინო პერსონალი, მუშაობენ უკიდურესი დატვირთვის რეჟიმში. შობის შემდეგ საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა დრამატულად გაიზარდა, საავადმყოფოები გადავსებულია და კოვიდპაციენტებით და ყოველ 30 წამში ჩვენი სამედიცინო პერსონალი იღებს ერთ კოვიდ ინფიცირებულს“, – განაცხადა ნაციონალური ჯანდაცვის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინგლისის ნაციონალური ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებების 92%-ი არის ზღვარზე ან უკვე ამოწურული აქვს შესაძლებლობები. პარალელურად, იზრდება იმ ინფიცირებულების რაოდენობა, რომლებიც ჰოსპიტალიზებას საჭიროებენ. მედიკოსებმა წერილით მიმართეს ჯანდაცვის მდივანს და განაცხადეს, რომ კანონი არ არეგულირებს მათ ქცევას იმ შემთხვევებში, როდესაც „გაზრდილი მოთხოვნა დროებით აღემატება მიწოდების შესაძლებლობებს“.
პრემიერმა ჯონსონმა სწორედ მიმდინარე კვირაში გააფრთხილა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, რომ გაიზრდება მოთხოვნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობაზე. აღსანიშნავია, რომ მედიკოსები მოსალოდნელი მეორე ტალღისა და ჯანდაცვის სფეროს გადატვირთვის შესახებ აფრთხილებდნენ პრემიერს ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში და აცხადებდნენ, რომ ექიმებსა და მედდებს მოუწევდათ, ემკურნალათ იმ პაციენტებისთვის, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდ.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის არაერთი წამყვანი მეცნიერი აკრიტიკებს მთავრობის მიდგომების მოგზაურთა და ინფიცირებულთა კონტაქტებისთვის საკარანტინო პოლიტიკას.

ესპანეთში ვაქცინაციის პროგრამაში, 15 იანვრის მონაცემებით, ჯერ მხოლოდ თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები, მათი მომვლელები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ჩაერთნენ.
15 იანვარს ესპანეთის სამმა ადგილობრივმა მთავრობამ: მადრიდის, არაგონისა და კასტილია და ლეონის – უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა, რაც ცენტრალურ მთავრობასთან გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. მკაცრი ზომები კომენდანტის საათის გაზრდას, უფრო მეტ პერიმეტრულ „ლოქდაუნს“ და ბარებისა და რესტორნების სამუშაო საათების შემცირებას ითვალისწინებს. 16 იანვრიდან კასტილიასა და ლეონის რეგიონში ე.წ. კომენდანტის საათი 20:00-06:00 საათების პერიოდში დაწესდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კრიზისის დასაძლევად ეს ერთადერთი საშუალებაა. მადრიდში ე.წ. კომენდანტის საათი 1 საათით. არაგონის რეგიონში, სამივე პროვინციული ერთეული დაიხურა და ექვსივე მუნიციპალიტეტს შორის გადაადგილება შეიზღუდა.
ესპანეთის მთავრობა, მოქალაქეებს მოუწოდებს სოციალური კონტაქტი მაქსიმალურად შეამცირონ, დარჩნენ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ გარეთ. ვალენსიის ხელისუფლება რეგიონში არჩეული სამი მერის საქმეს იძიებს, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდნენ.

პორტუგალიის კლინიკური პათოლოგიების სამსახურში იმუნიტეტის მაჩვენებელსა და ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველადი დოზის მიღებიდან ორგანიზმში იმუნიტეტის გამომწვევი ანტისხეულები 15 დღის შემდეგ ვლინდება. კვლევაში მონაწილეობდა 2 125 ექიმი, ექთანი და სხვა პერსონალი.

16 იანვარს დანიაში კორონავირუსის აფრიკული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის ექსპერტები ტრამპს ადანაშაულებენ, რომ ის არასათანადოდ მიუდგა კორონავირუსის გამოწვევას. 17 იანვარს აშშ-ში COVID-19-სგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი 200 000-დან 300 000-მდე 12 კვირაში გაიზარდა, ხოლო ბოლო 100 000 ფაქტი 5 კვირაზე მცირე დროში დაფიქსირდა.
ამავდროულად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შეფერხების გამო, ფედერალურ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლებების მიმართ კრიტიკა ისმის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაერთი სპეციალისტი თვლის – მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არის ძალიან დიდი გამოწვევა, შესაძლებელი იყო მისი ასეთი დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილება.

17 იანვარს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 23 586 და გარდაცვალების 481 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები