უნგრეთი ჩინური წარმოების ვაქცინის მისაღებად ემზადება

უნგრეთი ჩინური წარმოების ვაქცინის მისაღებად ემზადება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე თქმით, ქვეყანაში 1 მილიონამდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის იმპორტირება იგეგმება.
„15 იანვრის მონაცემებით, ევროკავშირიდან უნგრეთში ვაქცინის ჯერ მხოლოდ ვაქცინის 129 860 ერთეულია შესული (ადმინისტრირებულია 91 600 დოზა). უნგრეთის პრემიერის განცხადებით, შედგა შეთანმხმება ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შეტანის შესახებ და უნგრეთი ხდება პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩინური ვაქცინით აცრის მოქალაქეებს. პრემიერის განცხადებით, ის არის უკმაყოფილო ევროკავშირის ვაქცინაციის შესყიდვის პროგრამის შენელებული ტემპით“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები