იტალიაში რეგულაციები გამკაცრდა, რესტორნის მეპატრონეები იტალიის მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან იტალიის რეგიონების უმრავლესობამ (მათ შორის, ქ. რომი) „ნარინჯისფერ ზონაში“ გადაინაცვლა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ ლომბარდიის რეგიონში, სადაც ქალაქი მილანი მდებარეობს, ასევე, სიცილიის რეგიონსა და ბონძანოს ავტონომიური პროვინციაში „წითელი ზონის“ შეზღუდვები ამოქმედდა.

„აღნიშნულ რეგიონებში რესტორნები და ბარები მხოლოდ გატანისა და სახლში მიტანის სერვისზე მუშაობენ, ხოლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სხვა მაღაზია დაკეტილი რჩება.
დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო, განსაკუთრებულ აღშფოთებას სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ, რომლებმაც კორონავირუსის რეგულაციების გამო დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს. რესტორნების მეპატრონეები ხელისუფლებისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები