ავსტრალია ტურისტებისთვის საზღვრებს წელს არ გახსნის

ავსტრალიაში ვაქცინაციის დასაწყებად ემზადებიან, თუმცა, წელს საზღვრების გახსნა არ იგეგმება.

ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში მთავრობის მრჩეველმა, ბრენდან მიორფიმ განაცხადა.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის უმრავლესობა აიცრება, ჯერ არ ვიცით, რამდენად ეფექტურია ვაქცინა ვირუსის გავრცელების შეჩერების ნაწილში”, – თქვა მან.

ავსტრალიამ საზღვრები 2020 წლის მარტში ჩაკეტა.

თებერვლის ბოლოდან კი Biontech/Pfizer და AstraZeneca-ს პრეპარატებით მოსახლეობის მასოვბრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება.

ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირების 28 721 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 909 პირი გარდაიცვალა, 25 921 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები