საქართველოდან მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 17.3 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოდან 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მილიონი დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (20.5 ათასი ტონა), სომხეთსა (7.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები