ინდონეზიაში ორი სტიქიური უბედურების შედეგებს ებრძვიან – დაღუპულთა საერთო რიცხვი 96 აღწევს

ინდონეზიის სულავესის კუნძულზე ორი დღის წინ მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდეა გაზრდილი. ასევე, ქვეყნის სამხრეთ კალიმანტანის პროვინციაში 14 იანვარს დაწყებულ გადაუღებელ წვიმებს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯამურად, ქვეყანაში უკანასკნელ სტიქიურ უბედურუბებს 96 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, 70 ათასამდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნული სამმართველო ავრცელებს.

სამმართველოს პრესმდივნის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საკუთარი სახლი 28 ათასამდე ადამიანმა დატოვა, წყალდიდობის შედეგად კი 40 ათასმა.

აღინიშნება, რომ მიწისძვრამ 1150 შენობა დაანგრია, მათ შორის, 5 სკოლა.

სამხრეთ კალიმანტანში თითქმის 25 ათასამდე სახლია დატბორილი, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები