სერბეთმა ჟურნალისტები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში შეიყვანა

სერბეთში ვაქცინაცია 19 იანვარს დაიწყება და ერთ-ერთ პრიორიტეტულ ჯგუფში შეყვანილნი არიან მედიის წარმომადგენლები.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სერბეთის ჟურნალისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ რედაქციებმა ვაქცინაციაზე განაცხადი ქვეყნის მთავრობის ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 18 იანვრის 12:00 საათამდე უნდა გააკეთონ.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა გუშინ ქვეყნის მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ ჟურნალისტები, ასოციაციის ინიციატივით, იყვნენ აცრილი პირველ ეტაპზე.

მისი თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან გადაღებებზე, რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და მნიშვნელოვანია, რომ ისინი რესპოდენტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები