საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 იანვრიდან სულ მცირე 15 დღის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00 საათიდან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ასევე, აღნიშნულია, რომ 18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემომსვლელთათვის სავალდებულო ხდება: გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR – ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა; ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულ, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები