ჩეხეთში მაღალჩინოსანმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ ვაქცინაცია მისი უწყების თანამშრომლებმა და მათმა ოჯახის წევრებმა გაიარეს

ჩეხეთის ჯანდაცვის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელმა, პაველ ბრჟეზოვსკიმ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კორონავირუსიგან ვაქცინაცია უწყების იმ თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა გაიარეს, რომლებსაც ეს ამჟამად გეგმურად არ ეკუთვნოდათ.

ამის შესახებ Czech Radio წერს.

ჯამურად, რიგგარეშე პრეპარატის ათასი დოზა იყო გამოყენებული.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იან ბლატნიმ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება. მისივე თქმით, მსგავსი რამ დაუშვებელია და არ უნდა განმეორდეს.

ჩეხეთში ამჟამად გეგმურად მედიკოსების, სოციალური მუშაკების, ასევე, რისკ ჯგუფში შემავალი ხანდაზმული პირების აცრა მიმდინარეობს.

ვაქცინაცია პირველ დღეებში ქვეყანაში ერთი სკანდალი იყო. ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის ორი თანამდებობის პირი მას შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეპარატი რიგგარეშედ რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები