სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნის სახმელეთო საზღვარი გახსნა

სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარი გახსნას, რომელიც დაკეტილი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში განაცხადეს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სომხეთში სახმელეთო გზით შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია, ამიერიდან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში შესვლა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით. უცხოელებს შეუძლიათ სომხეთის მონახულება, რისთვისაც თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე “პი-სი-არ” ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათში იქნება გაკეთებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 სექტემბრიდან კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები