ესტონეთის პრემიერი კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს

ესტონეთის პრემიერმინისტრი, იური რატასი კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, საქმე ეხება უძრავი ქონების დეველოპერ კომპანია Porto Franco-თვის სახელმწიფო კრედიტის გაცემას.

“პოლიტიკაში მძიმე მდგომარეობის მოგვარებისთვის ზოგჯერ მძიმე გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. შექმნილ ვითარებაში, საკუთარი ფასეულობებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის თანამდებობა დავტოვო. გადაწყვეტილება მმართველობასთან, ცენტრისტულ პარტიასთან, ასევე, კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული. პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთადერთია სწორი”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები