პორტუგალიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დე სოუზას კოვიდ19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ქვეყნის ლიდერს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

ამასთან, უახლოეს დროისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.

რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან შექმნილ ვითარებას, პანდემიის დაწყებიდან დადებითი პასუხი თითქმის 500 ათასმა ადამიანმა მიიღო, თითქმის 8 ათასი პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები