სოფელ კარკუჩაში სასმელი წყლისა და შიდა გზების მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში შიდა გზების მოასფალტების პროცესი დასრულდა.

პროექტის ღირებულება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “ჯიარჯი” ახორციელებდა, 615 060 ლარს შეადგენს, სამუშაოების შედეგად სოფელში მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

დასახლებაში ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო სასმელი წყლის მიწოდებაც, ამიერიდან კარკუჩელებს 24-სათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შიდა ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.

დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კერესელიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მანანა ნარიმანიძე და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი მოადგილეებთან ერთად.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კარკუჩაში მიმდინარეობს კარკუჩა-ჯუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მხარის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, აღნიშნული გზის მოწესრიგება გაზაფხულიდან გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები