რუსეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსის დამარცხება რადიაციით არის შესაძლებელი

რუსი მეცნიერების თქმით, რადიაციის მსუბუქ დოზას კორონავირუსის მოკვლა შეუძლია.

მათივე თქმით, ვორუსისგან გათავისუფლების ახალი მეთოდი ადამიანს ზიანს არ მიაყენებს.

რუსი სპეციალისტები უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის კოლეგებთან ერთად, კოვიდ 19-ზე რადიაციის გავლენას სწავლობენ. ერთობლივი კვლევის დროს მეცნიერებმა გამოავლინეს მსუბუქი რენტგენისა და ულტრაიისფერი სხივების გავლენა ვირუსზე.

ურალის ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორი, ანატოლი ზაცეპინი აღნიშნავს, რომ “ამ პიონერული იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვირუსის მოლეკულა ადამიანის უჯრედში მოხვედრის დროს იძულებულია დიდი დეფორმაცია განიცადოს”. გაირკვა, რომ მოლეკულის ირგვლივ არსებული დეფორმირებული ადგილები ათასჯერ მგრძნობიარე არიან რადიაციულ ზეგავლენაზე, ვიდრე ჯანსაღი უჯრედების მოლეკულები.

“აქედან გამომდინარე, რადიაციის მცირე დოზები ვირუსისთვის არის დამანგრეველი და ისინი ჯანსაღი უჯრედებისთვის სრულიად უსაფრთხოა”, – განმარტა მეცნიერმა.

ამჟამად, მეცნიერები მკურნალობის მეთოდიკაზე მუშაობენ. მათი თქმით, რადიაციული ზეგავლენები შეიძლება, დეზინფექციისთვისაც იყოს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები