პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
„საქართველოში დადასტურებული შემთხვევა ჯერ ნამდვილად არ არის, პირველი ნიმუში უნდა იყოს გენეტიკური სეკვენსი ვირუსის, მეორე შემთხვევაში უნდა იყოს ვირუსის სეკვენსი გაკეთებული. თქვენ ალბათ გახსოვთ შემთხვევები, რაც მართლა რეალობაა, როდესაც ადამიანი სამი თვის განმავლობაში იყო დადებითი. ასეთი შემთხვევები ბევრია. თუ ადამიანს სამი თვის შემდეგ კიდევ ვირუსი დაუდგინდა, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას, ათ შემთხვევას ვსწავლობთ, აქედან მოძიებულია ორი შემთხვევის ყველა ნიმუში და მათი სეკვენირება დაწყებულია, ვნახავთ, ყველაფერს სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულება“, – აღნიშნა იმნაძემ.