თამარ გაბუნია: ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 2905 საწოლია თავისუფალი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 2905 საწოლია თავისუფალი.

მისივე თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში 3939 კოვიდინფიცირებული იმყოფება, 250 პაციენტი კი რეანიმაციაში მკურნალობს.

„დღევანდელი მდგომარეობით, შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალი იყო, 500-ზე ოდნავ მეტი, რაც, მოგეხსენებათ, შაბათ-კვირის ეფექტია. შაბათ-კვირას ტესტირება ნაკლები ტარდება, დაახლოებით, 8 ათასი ტესტი შესრულდა, აქედან გამომდინარეობს ის, რომ შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია. უფრო უნდა ვენდოთ იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო გასული კვირის განმავლობაში 1500- დან 2000-მდე ინფიცირების ფარგლებში. ეს მაჩვენებელი მაინც საყურადღებოა ჩვენი ტიპისა და ზომის ქვეყნისთვის. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამ დროისთვის სექტორში არის 3939 კოვიდდადასტურებული პაციენტი, 164 იმყოფება ტრიაჟის პროცესში. მათ შორის, 842 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. როგორც ხედავთ, ეს მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება, რაც ასევე მიუთითებს რეალურად შემთხვევების კლებაზე. 250 პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში. ეს მაჩვენებელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად შემცირდა. თავისუფალი ამ დროისთვის არის 2905 საწოლი. ეს საწოლები ნარჩუნდება მობილიზაციის მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ არ გვექნება გარანტია იმისა, რომ შემთხვევების კლება სტაბილურია და არის იმგვარი, რომ აღარ გამოიწვიოს ჰოსპიტალური სექტორის თავიდან გადატვირთვა. რაც შეეხება კლინიკურ სასტუმროებს, აქ არის 722 პაციენტი, რომელიც იტარებს მკურნალობას მათი მდგომარეობის სიმსუბუქიდან გამომდინარე. დანარჩენი პაციენტები, დაახლოებით, 5000-მდე პირი რჩება ბინაზე და უტარდებათ მეთვალყურეობა ოჯახის ექიმის მიერ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები