მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ეცდება, ბიძინა ივანიშვილის თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულოს
“ამ დღეებში ძალიან ბევრ აბსურდს მოვისმენთ ოპოზიციისგან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ეცდება, ბიძინა ივანიშვილის თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულოს.
„ამ დღეებში ძალიან ბევრ აბსურდს მოვისმენთ ოპოზიციისგან. ისინი ეცდებიან, რომ ეს ძალიან თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულონ. ჩემი მხრიდან, ამ აბსურდზე ლაპარაკი სწორი არ იქნება. რაც შეეხება პარლამენტის „ერთპარტიულობას“. საქართველოს პარლამენტში უკვე ორი პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჯიუტად იმეორებენ ერთპარტიულობის შესახებ თავიანთ „მესიჯბოქსს“, ამას ვერ გასცდნენ. ზოგიერთების განცხადებით, პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა. ოპოზიციის მიერ წინა პერიოდში გაკეთებული განცხადებების მიზანი ფაქტების შეფასებების სხვა რელსებზე გადატანა იყო, თუმცა, სიმართლე ერთია – ქვეყანა ვითარდება და გააგრძელებს განვითარებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.