წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ბალახის საფარსა და ბუჩქებს დაახლოებით 50 ჰექტარზე უკიდია.

წყალტუბოს მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, ხანძარი ჩუნეშში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში გაჩნდა. ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები