ბავშვთა უსაფრთხოება მგზავრობის დროს – საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის ანგარიში

ბავშვთა უსაფრთხოება მგზავრობა –  საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat  ანგარიშს აქვეყნებს.

„საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat დაარსდა 2020 წლის 16 აპრილს, თბილისში. ორგანიზაცია შეიქმნა ფონდი „ელის“ ბაზაზე. Your car seat -ის მიზანია, საქართველოში, რაც შეიძლება მეტი მოზარდი მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებით. ამ მიზნის მისაღწევად,
მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ეხმარება მშობლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით სამგზავრო სავარძლის საჭიროებისა და მისი სწორად გამოყენების შესახებ.

Your car seat-ის მხარდამჭერია ფონდი „ელი“, რომელიც დაარსდა 2016 წელს. ფონდი ფინანსდება კერძო შემოწირულობებით. 2017 წელს ფონდს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია გერმანულმა ფონდმა – Ein Herz für Kinder („ერთი გული ბავშვისთვის“). 2016 წლიდან – დღემდე, ფონდმა „ელი“ 450 ბავშვს საჩუქრად გადასცა სამგზავრო სავარძელი, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კონფერენციასა და მედია აქტივობებში,
პოპულარიზებას უწევდა სამგზავრო სავარძელს, როგორც უალტერნატივო საშუალებას ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.

წინამდებარე ანგარიშის მიზანია, ორგანიზაციის საქმიანობის შეჯამება, ასევე, ანალიზი, თუ რა არის მნიშვნელოვანი ბავშვთა უსაფრთხო მგზავრობისთვის, რატომ არის სამგზავრო სავარძელი (ქარსითი) უალტერნატივო საშუალება ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ბავშვთა გარდაცვალების შესახებ საგანგაშო სტატისტიკის გაცნობა, კანონის – საგზაო-მოძრაობის შესახებ მიმოხილვა და ანალიზი პრობლემის
გადაჭრისთვის საჭირო პროცედურებისა თუ რეკომენდაციების.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 3 707 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 337 ადამიანი, დაშავდა 5 004 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 87 ქვეითად მოსიარულე და დაშავდა – 959 ქვეითი, ასევე დაიღუპა 0-16 წლამდე 17, ხოლო დაშავდა 465 მოზარდი. 2020 წლის მესამე კვარტალში (ივლისი – სექტემბერი) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით
გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა 18,6 %-ით (113 დაღუპული პირი), ხოლო დაშავებულთა რაოდეობა 7 %-ით (2,176 პირი დაშავდა). ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა მცხეთა-მთიანეთში – 24, თბილისში – 22, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში- 19, შიდა ქართლში -19 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; დისტანციის დაუცველობა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

1
საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7 921 დაშავდა. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %- ით შემცირდა.

2
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს 6 452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 9 047. 2017 წელს საქართველოში 6 079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 517, ხოლო დაშავდა – 8 461 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა-დაშავებულ მოზარდთა სტატისტიკური მონაცემები კი შემდეგია: 2020 წელს 0-16 წლამდე 17 მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა – 465. 2019 წელს 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 16 მგზავრი, ხოლო – 3 ქვეითი, დაშავდა 853 მოზარდი. 2018 წელს კი 21 0-16 წლამდე მოზარდი დაიღუპა, დაშავდა – 1012, 2017 წელს კი – 23 მოზარდი დაიღუპა,
დაშავდა – 955.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: მოძრაობის წესების დარღვევა, გადაჭარბებული სიჩქარე, საგზაო-ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, თუმცა 0-16 წლამდე მოზარდთა გარდაცვალების მიზეზი, პირველ რიგში, არის კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს, მეორე და მნიშვნელოვანი არის – მშობლების არაინფორმირებულობა, გამოიყენონ სამგზავრო სავარძელი შვილების სიცოცხლის დასაცავად, ამასთან, სამგზავრო სავარძლის
არასწორად შერჩევა და მისი არასწორად გამოყენებაც არის მოზარდთა გარდაცვალების მიზეზი.
Our world in data -ს  ვებ-გვერდზე შესაძლებელია, ნახოთ 1990 წლიდან – 2017 წლამდე რამდენი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. გრაფიკზე ნაჩვენებია, რომელ წელს დაიღუპა ყველაზე მეტი ადამიანი, რომელ წელს იყო უფრო დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

შედარებითი ანალიზისთვის, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, გრაფიკზე მოვნიშნეთ რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

გრაფიკის თანახმად, 1990-2015 წლებში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად  გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე, ყველაზე მაღალი რუსეთის ფედერაციაში ფიქსირდებოდა, თუმცა 2015 წლიდან ამ მონაცემით ანტირეკორდი საქართველოში დაფიქსირდა. 2015-2017 წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანში ფიქსირდება, შემდეგია სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და
საქართველო,”-აღნიშნულია განცხადებაში.

სრული ინფორმაცია ანგარიშის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ  საიტის ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები