“ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებდა ორგანიზაციებს, რომლებიც მხილებულია, რომ ყიდულობდნენ აღჭურვილობას მოძალადეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად” – პაპუაშვილი
“ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებდა ორგანიზაციებს, რომლებიც მხილებულია, რომ ყიდულობდნენ აღჭურვილობას მოძალადეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ISFED-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ წინა ხელმძღვანელის პირობებში მათ იყიდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი აღჭურვილობა და მისცეს აქციის მონაწილეებს.
“იგულისხმება, რომ ეს არის დონორების ფული და დიდი ალბათობით იყო ევროკავშირის ფული.
დადასტურებულია, რომ ევროკავშირის ფული მიდიოდა მოძალადეებისთვის აღჭურვილობის დასარიგებლად იმისთვის, რომ მათ პოლიციისთვის გაეწიათ წინააღმდეგობა. ამაზე ევროკავშირის საელჩოს დღემდე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან.
ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით უკვე არსებობს განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ის იყო ძალადობის ორგანიზატორი და ამას საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ჰქვია ტერორიზმი.
სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გამო ეჭვის თვალით ვუყურებთ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცხადდება, რომ წამების მსხვერპლთა საფარქვეშ ერთიანდებიან და ამ თანხებს ხარჯავენ იმისთვის, რომ დაამხონ ხელისუფლება, წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას და წაახალისონ მოძალადეები“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.