რუსეთში აღიარეს, რომ კორონავირუსით 60 ათასზე მეტით გარდაცვლილი ჰყავთ, ვიდრე ამბობდნენ – ჯამურად, 116 030 ლეტალური შემთხვევაა

რუსეთში კორონავირუსს 70 921 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 45 ათასზე მეტი პირი კოვიდ19-ის გავლენით გარდაცვლილთა რიცხვშია – ასეთი უცნაური სტატისტიკა გაახმოვანა ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ.

​აღსანიშნავია, რომ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის სტატისტიკაში, რომელიც ყოველდღიურად მონაცემს მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების მიერ ოფიციალურად გაჟღერებულ მონაცემზე დაყრდნობით ანახლებს, ამ წუთის მდგომარეობით, ნათქვამია, რომ რუსეთში ვირუსს პანდემიის დაწყებიდან 55 692 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ რიცხვებით ირკვევა, რომ რუსეთში რეალურად ვირუსს დამატებით ​ 60 338 ადამიანი შეეწირა, თუმცა, აქამდე მონაცემი იმალებოდა.

გოლიკოვას განმარტებით, ​70 921 უშუალოდ კორონავირუსის გავლენით არის გარდაცვლილი, ხოლო 45 109 “კორონაპაციენტი სხვა მიზეზით გარდაიცვალა”.

ასევე, ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ მის მიერ დღეს დასახელებული რიცხვი, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები