მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ მომზადებული სასურსათო პაკეტები გადაეცათ

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ მოწყვადი კატეგორიის ოჯახებს წინასაახალწლოდ სასურსათო პაკეტები დაურიგდათ.

სასურსათო პაკეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა სოფელ ძველ ქვეშში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან ერთად პირადად გადასცა.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ მომზადებული სასურსათო პაკეტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწყვლადი კატეგორიის 50-მა ოჯახმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები