ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიესალმა იაპონიის ელჩის თანამდებობაზე აკირა იმამურას დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას დიპლომატიურ საქმიანობაში.
,,საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა გახლდათ. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა სახელშეკრულებო ბაზის განვითარების კონტექსტში, საინვესტიციო და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების, იანვრის ბოლოს ხელმოწერის მზაობა.
ასევე, ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, ორ ქვეყნის შორის ურთიერთობები გააღრმავონ”, – ნათქვამია საგარეო წუყების ინფორმაციაში.