გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი განსხვავებული შტამი დაფიქსირდა

ადგილობრივი მედია წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი განსხვავებული შტამი დაფიქსირდა. აღნიშნული შტამი ბრიტანეთის ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი შტამის აღმოჩენა ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ის ბრიტანეთში აღმოჩენილ შტამზე უფრო ადვილად გადამდებია. სამხრეთ აფრიკიდან შემოტანილი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა პირი, ვინც სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა, ასევე, მათი ახლო კონტაქტები სავალდებულო კარანტინში უნდა გადავიდნენ;

ინგლისის სამხრეთში მეოთხე დონის შეზღუდვები გამოცხადდა, რაც სრულ „ლოქდაუნს“ უტოლდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის სარეალიზაციო მაღაზიების გარდა, ყველა სხვა მაღაზია, რესტორანი და ბარი დაიკეტა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, აღნიშნული შეზღუდვები დიდი ალბათობით, ინგლისის სხვა რეგიონებშიც გავრცელდება;

აპრილის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 744, ხოლო კოვიდინფიცირების 39 237 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ინფიცირებისა და გარდაცვალების ასეთ მაღალ მაჩვენებელს უკავშირებენ კოვიდის ახალ შტამს, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები