ისრაელში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა – ქვეყანაში რიგით მესამე ე.წ. ლოქდაუნი ცხადდება

27 დეკემბერს ისრაელში გამოცხადდება რიგით მესამე ე.წ. ლოქდაუნი გამომდინარე იქედან, რომ იზრდება კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი. ,,ლოქდაუნი,, გასტანს ორ კვირას და გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მაჩვენებელი არ დაიწყებს კლებას.

ე.წ. ლოქდაუნის დროს 50%-ით უნდა შემცირდეს სამსახურებში ადგილზე მუშაობა, მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება – 1 კილომეტრით გასცდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს (დაშვებული გამონაკლისები), აკრძალული იქნება სტუმრების მიღება, თუ ისინი არ არიან ოჯახის პირდაპირი წევრები.

ასევე, დაიხურება მოსასვენებელი და გასართობი დაწესებულებები და შეკრებები შეიზღუდება 10 ადამიანამდე. 20 ადამიანის შეკრება დაშვებული იქნება მხოლოდ ღია ცის ქვეშ. სკოლაში ივლიან მხოლოდ 11/12 კლასელები და ასევე მოსწავლეები მეოთხე კლასის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები