ედროღანი: პუტინი პატიოსანი ადამიანია

რუსეთისა და თურქეთის პირველი პირები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ურთიერთკომპლიმენტებით გამოირჩევიან.

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეპ თაიპ ერდოღანზე საუბრისას თქვა, რომ მასთან ზოგჯერ საპირისპირო შეხედულებები აქვს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თურქეთის ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც ამბობს, “კუდს არ აქიცინებს”.

საპასუხოდ ერდოღანმა თქვა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული ურთიერთობის ხარისხი “დიდი იშვიათობაა”.

“პუტინის ეს განცხადება იმავე დროს მასაც ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც ის გავიცანი, ზუსტად ასეთად ვხედავ. ის პატიოსანი ადამიანია, სიტყვას ასრულებს, ჩვენი ურთიერთობის განვითარებაც აჩვენებს იმას, რომ პრაქტიკულად არცერთ სახელმწიფოსთან არ გვაქვს ასეთი მჭიდრო კავშირი, რაც დიდი იშვიათობაა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობის ხარისხი მომავლშიც შენარჩუნდება”, – თქვა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები