კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია გაიმართა. პანდემიასთან დაკავშირებით, ლიტურგია ტრადიციული ღამისთევის გარეშე, ჩატარდა. თბილისში ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში, ღვთისმსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

ღვთისმსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სააგენტოს თავმჯდომარემ სასულიერო პირებსა და მრევლს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით ქრისტეშობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისათვის.

ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, სახელმწიფომ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასა და მრევლს, რომლებიც შობას დღეს აღნიშნავენ, ღამით გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა, მორწმუნეებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, გაითვალისწინეს რომის და სხვა ეკლესიების მაგალითი და ტრადიციულ ღამისთევაზე თავადვე თქვეს უარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები