ნათია თურნავა: ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტისა და დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე

“ვფიქრობ, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტისა და დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიცია არ ესწრება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ პლენარულ სხდომას, უხერხულია.

“რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი და უხერხულობა. ვფიქრობ, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტისა და დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. იმ ამომრჩეველმა, ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა ვინც მისცა ხმა ოპოზიციურ პარტიებს, რა თქმა უნდა, ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა. მათ შორის, დაესვათ კითხვები მინისტრობის კანდიდატებისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი, მაგრამ ეს, პირველ ყოვლისა, იმ ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობაა, ვინც ქუჩის ფორმა არჩია”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები