ქეთი დუმბაძემ გიორგი გახარიას სამი აქტუალური კითხვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქეთი დუმბაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი სამი კითხვით მიმართა:
„1-2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამას ქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“, რომელიც 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე განაცხადით უნდა დაგვირგვინდეს. შესაბამისად ჩვენი კითხვა ასეთია: ევროკავშირისკენ საქართველოს სავალ გზაზე რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას?
2- მოგეხსენებათ, უდიდესი ზარალი მიადგა სახელოვნებო სფეროს ყველა შტოს მწერლობას, სახვით ხელოვნებას, თეატრს, კინოს, საშემსრულებლო სექტორს, განსაკუთრებული დარტყმა მიიღო საგამომცემლო ინდუსტრიამ, სახელოვნებო განათლებამ.. აქედან გამომდინარე, როგორ აისახება 2021 წლის კრიზისულ გეგმაში და ქვეყნის ბიუჯეტში პანდემიის შედეგად დაზარალებული ყველაზე მოწყვლადი სფეროს, კულტურის და, შესაბამისად, კულტურის მოღვაწეთა პრობლემები და საჭიროებები?
3 – და ბოლოს, კითხვა, რომელზე პასუხსაც ელიან არა მხოლოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არამედ – საზოგადოებაც – რას გვეტყვით კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფის გადაწყვეტილების შესახებ.
25 დეკემბერს 1 წელი ხდება მას შემდეგ, რაც კულტურის სფეროს მოღვაწეებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს. განცხადებას სექტორის ყველა მიმართულების 200-ზე მეტი პროფესიონალი, ცნობილი ხელოვანი აწერდა ხელს,“ – იკითხა ქეთი დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები