პოლიციამ გაუჩინარებული ჯარისკაცი იპოვა

პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული ჯარისკაცი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის, თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. იგი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.
უწყების ცნობით, გიუნაშვილმა ბაზა 21 დეკემბერს ერთდღიანი შვებულებით დატოვა,  22 დეკემბერს კი სამსახურში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები