რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

24-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID-ის პროექტი, Zrda საქართველოში მხარდაჭერით, სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, – ამის შესახებ USAID Zrda საქართველოში იტყობინება.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები!
გამოფენა-გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება!,“ – ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ რეწვის ასოციაციის და ონლაინ მაღაზია ეთნოდიზაინის სოციალური მედია გვერდები: www.facebook.com/ethnodesignsocielshop www.facebook.com/heritage.craft2015/

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები