“თბილისი მოლთან” დილის შვიდი საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია (ვიდეო, ფოტო)
დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და მაღაზიები მუშაობას დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეძლებენ.
სავაჭრო ცენტრების მუშაობის განახლებასთან ერთად, კილომეტრიანი საცობი იყო „თბილისი მოლთან” დილის 7:00 საათიდან.
საცობის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.