“დევნილთა სამინისტრომ 26 000 ლარი გადმოგვცა, ზუგდიდში ვიყიდეთ ბინა, მაგრამ რა უნდა გვექნა იქ” – თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე „თბილისის მერიის“ შესაბამისმა სამსახურებმა რამდენიმე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს განახორციელეს.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ოჯახს ლტოლვილთა სამინისტრომ ბინის შესაძენად 26 000 ლარი გადასცა. მათ ამ თანხით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლი იყიდეს კიდეც, თუმცა, მისივე თქმით, იქ არაფერი გამოდიოდა და ამიტომ გადმოვიდნენ თბილისში.
„გათენებული არ იყო, ალბათ, 6 საათი იქნებოდა, როდესაც მოვიდნენ სახლების დასანგრევად. გამოგვიყვანეს და დაანგრიეს კიდეც. ლტოლვილთა სამინისტრომ 26 000 ლარი გადმოგვცა, რასაც დავამატეთ კიდევ და ზუგდიდის რაიონში ვიყიდეთ ბინა, მაგრამ რა უნდა გვექნა იქ, რამდენ ხანს უნდა გვეცხოვრა, არაფერი გამოდიოდა”, – ამბობს თვალჭრელიძის ქუჩის ბინადარი.