ამირან გამყრელიძე – „რემდესივირი“ ყველა ავადმყოფზე არ გაიცემა, მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის, რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს

„რემდესივირი“ ყველა ავადმყოფზე არ გაიცემა. ეს პრეპარატი არის მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალება, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რემდესივირის“ პროტოკოლი შემუშავებულია კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს თენგიზ ცერცვაძე.
ყველა კლინიკაში, სადაც „რემდესივირის“ გამოყენების მიზანშეწონილობა ჩაითვლება, შეუთანხმებს კლინიკურ ჯგუფს მისი გამოყენების პირობებს. მისი რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია. როგორც ვიცი, დაახლოებით 600-700 ავადმყოფზეა გათვლილი. მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის, რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს. ის ყველა ავადმყოფზე არ ინიშნება, ასევე არ ინიშნება მძიმე, კრიტიკულ ავადმყოფებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები