საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 586 ლარია

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 586 ლარის შეადგენს, ანუ ერთმა ადამიანმა 3 თვეში 3 586 ლარის დოვლათი შექმნა.
ყველაზე მეტი დოვლათი საქართველოში ვაჭრობის სექტორში იქმნება. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები