ახალი იპოთეკური სესხები წლიურად 3%-ით შემცირდა

1-13 დეკემბრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 3%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.
დოკუმენტის მიხედვით, 6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით 1.3 პპ-ით გაიზარდა და 36.6%-ს შეადგენს.
10 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალო წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზეა და -10% შეადგინა.
ოთხ თვესა და ორ კვირაში 5,636 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ამ სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 543 მილიონ ლარს. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც, ჯამურად, 1,765 სესხი დასუბსიდირდა, სულ 169 მილიონი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სესხების საშუალო მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სუბსიდირების პროგრამა, ძირითადად, ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად, ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30-35% უკავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები