საპენსიო დანაზოგებს 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი დაერიცხა

საპენსიო დანაზოგებს 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი დერიცხა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში. დღეისთვის, საპენსიო სქემაში 1 102 695 მონაწილეა ჩართული, ხოლო ფონდში არსებული თანხის მოცულობა მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს.
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, აქედან საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 258-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები