ალიევმა ფაშინიანი დაიცვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გამოესარჩლა და განაცხადა, რომ სომხეთის ამჟამინდელი არმია ფაშინიანის შექმნილი არ არის, არამედ ის ყოფილმა პრეზიდენტებმა – სერჟ სარგსიანმა და რობერტ ქოჩარიანმა შექმნეს.

ამის შესახებ ალიევმა დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“ის არმია, რომელიც გავანადგურეთ, ფაშინაინის არმია – ეს ის არმიაა, რომელიც ქოჩარიანისა და სარგსიანის მიერ არის შექმნილი”, – თქვა ალიევმა და დასძინა, რომ ვინც ახლა “ფაშინიანზე თავდასხმას ცდილობს, უნდა ესმოდეთ, რომ ეს მისი არმია არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები