კორონავირუსს ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ემსხვერპლა

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა, – აღნიშნულ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
„გუშინ, 17 დეკემბერს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე.
მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
18 და 19 დეკემბერს დეკანოზი ზურაბი დასვენებული იქნება ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 20 დეკემბერს, კვირას, 14:00 საათზე იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ზურაბის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს,“ – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები